პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ყალბი გვერდი შექმნეს და თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს. ერთი ადამიანის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. მას 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გენერალური პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
