სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოციალურად დაუცველი ბავშვების მიზნობრივი დახმარება, ივნისიდან 150-თ ლარამდე, 2023-ი წლის იანვრიდან კი 200-ს ლარამდე გაიზრდება. ფულადი დანამატის მიღებას 16-ტ წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები შეძლებენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს. დახმარება, ეტაპობრივად იზრდება და 220 ათასამდე ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50-დან 100-ს ლარამდე გაეზარდათ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
