სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას იწყებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ, როგორც სათამაშო, ასევე, სავარჯიშო მოედნები უეფას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი განახლდება.
