ომის 62-ე დღე უკრაინაში
22-ი ათას ასი ჯარისკაცი - ეს უკრაინაში, ორ თვეში რუსეთის არმიის დანაკარგია. კიევის ინფორმაციით, 60-ც დღეში პუტინმა იმაზე გაცილებით მეტი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ათ წლიან ომში. მოსკოვი კრახთან ახლოს არის, თუმცა ამის აღიარება უჭირს და ბირთვული იარაღით იმუქრება. პარალელურად, რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის მეზობელ მოლდოვაში, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნეტრისპირეთში. თავად რუსეთში კი სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ობიექტზე ინციდენტები გახშირდა. ხარკოვი, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები კვლავ სარაკეტო იერიშები სამიზნეა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
