კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება - აუდიომასალაში, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალურ აუდიოჩანაწერში ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებს.
