სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს. მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც სათამაშო, ასევე სავარჯიშო მოედნები იქნება უეფას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით გაკეთებული. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა.
