რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. კრასნეში განადგურებულია ის სარკინიგზო ქსელი, რომლითაც დონბასში მყოფ სამხედროებს იარაღს აწვდიდნენ. რუსულ სარაკეტო იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეში. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ ერთ ღამეში უკრაინის 87 სამხედრო ობიექტი გაანადგურა. ოკუპანტებს კვლავ ბლოკადაში ჰყავთ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული აზოვის ბატალიონი.
