ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამა
გენერალურ პროკურატურაში უახლოეს მომავალში პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ გენერალურ პროკურატურაში ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა. ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადასცა.
