გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე
გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ კამპანიის მთავარი მიზანი არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვაა. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა დავით არახამიაზე, რომელიც ერთ ერთი პირველი იყო, ვინც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა . პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ბაკურიანის შეხვედრას უკავშირდებოდეს
