მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა
ბი და ბი ი, კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდება.