რუსეთი ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში იერიშებს განაგრძობს
რუსეთი ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში იერიშებს განაგრძობს. საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმისა და პოტენციური ალყისთვის ემზადება მიკოლაევი. ოკუპანტები ისევ განაგრძობენ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაბომბვას, სადაც ამ დრომდე ისევ რჩება მშვიდობიანი მოსახლოება. უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით, დღეს გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს.
