ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ
ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება და საჯაროდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადონ. ასევე მედიაში იწერება რომ რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში შვედეთი და ფინეთი აიძულა, დაფიქრებულიყვნენ, არის თუ არა მათი ხანგრძლივი სამხედრო ნეიტრალიტეტი, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა.
