შემთხვევა სეპარატისტულ დნესტრისპარეთში
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში 25 აპრილს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზანი უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გამწვავებისთვის საბაბის შექმნა იყო. ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რეინტეგრაციის ბიურო მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
