ილონ მასკი "ტვიტერს" ყიდულობს
ტვიტერი დათანხმდა, ელონ მასკს აქციები 44 მილიარდ დოლარად მიჰყიდოს. მასკმა კი იმედი გამოთქვა, რომ მისი ყველაზე ცუდი კრიტიკოსებიც კი დარჩებიან ტვიტერზე, რადგან სწორედ ეს არის სიტყვის თავისუფლება. ელონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა ბოლო დღეებში, რომ მისი მიზანია პლატფორმაზე გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება.
