რუსეთი, უკრაინაზე შეტევას განაგრძობს
რუსეთი, უკრაინაზე შეტევას განაგრძობს. აქტიური საბრძოლო მოქმედებებია ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში. ისევ ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ოფიციალური კიევი, რუსეთს მარიუპოლის საკითხზე ცალკე მოლაპარაკებას სთავაზობს. კიევში „კომენდანტის საათიც“ ამოქმედდა. მოსკოვი კი ისევ ბორთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაზე მიუთითებს.
