აღდგომის მეორე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს
აღდგომის მეორე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, მოქალაქეებმა საფლავებზე გასვლა კოვიდ-შეზღუდვების გარეშე შეძლეს. ძმათა სასაფლაოებზე კი, დაღუპული გმირები გაიხსენეს.
