ჰააგაში მიმდინარე "ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ
ჰააგაში მიმდინარე "ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 100 მეტრიან ეტლით რბოლაში, ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. ლენდროვერ ჩელენჯში ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც .
