საფრანგეთის პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანეულ
საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანეულ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მან ხმათა 58.55 პროცენტი მოიპოვა, მარინ ლე პენს კი, ამომრჩეველთა 41.45 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ,, ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურებში ნდობა გამომიცხადა’’ - ამ სიტყვებით მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე მიულოცა გამარჯვება. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საფრანგეთმა რადიკალურ მემარჯვენე ფრთას ლიბერალური დემოკრატია ამჯობინა. ემანუელ მარკონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსიკმაც მიულოცა.
