დღეიდან მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა
დღეიდან მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა. ამ ეტაპზე სიახლე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ეხებათ - მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან კი ანალოგიური ვალდებულება ყველაზე გავრცელდება. ავტომობილის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა დახურულ მოედანზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოსაცდელ პირს ნორმატივის შესრულება საგანგებოდ შერჩეულ, რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებშიც მოუწევს.შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
