აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღინიშნეს გურიაში, სოფელ შუხუთში
აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღინიშნეს გურიაში, სოფელ შუხუთში . დაძაბულ ბრძოლაში წელს ქვემოურებმა გაიმარჯვეს. შერკინება ორ საათს გაგრძელდა. თამაშში ბურთი ტრადიციულად მამა საბამ შეიტანა. წელს, ბურთის წონამ 16 კილოს გადააჭარბა. ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებულებს ბურთი სასაფლაოზე მიაქვთ. ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული . იგი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, იმართება. პანდემიის გამო ლელობურთი ორი წელი არ ჩატარებულა.
