მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები ტრადიციულად მიცვალებულთა საფლავებზე გადიან . ამასთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსნებენ ძმათა სასაფლაოზე. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სასაფლაოების მიმართულებით დღესაც დილის რვა საათიდან საღამოს ოც საათამდე უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
