საფრანგეთის პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55 - ი პროცენტი მოიპოვა, მის მეტოქე მარინ ლე პენს კი ამომრჩეველთა 41.45 - მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ვიქნები ყოველი თქვენთაგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა - ამ სიტყვებით მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე მიულოცა გამარჯვება.
