ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის ლიდერების პოზიციებს არ ეთანხმება
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის ლიდერების პოზიციებს არ ეთანხმება. ირკვევა, რომ ნიკა მელია ბოიკოტის ნიშნად პარლამენტის დატოვების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხა. საათნახევრიანი ჩართვის განმავლობაში, პარტიის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ოპოზიციის ბოლო წლების ქმედებები შეაფასა.
