პაპუაშვილმა საქართვველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა
პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ისინი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
