აღდგომა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში
ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავზე გასვლა არ შეუძლიათ. მათი თქმით, აღდგომის დღეებში ოკუპირებულ საფლავებზე გასულ მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. აღდგომის დღესასწაულზე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ე.წ გამშვებ პუნქტებთან და ოკუპირებულ სასაფლაოებთან პოლიციელები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
