აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
ორწლიანმა პანდემიამ სააღდგომო ზეიმი საქართველოშიც სრულად შეცვალა. წელს ეპიდვითარება იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული სრულფასოვნად და ძველი ტრაიდიცების მიხედვით აღვნიშნოთ. მართალია ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიხია უკან, მაგრამ სპეციალისტები სიფრთხილეს მაინც გვირჩევენ. ერთ-ერთი მოწოდება, რაც პანდემიური რეკომენდაციებიდან კვლავ ძალაში რჩება, დახურულ სივრცეში ნიღბების გამოყენებაა. როგორი იქნება აღდგომა პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს.
