წმინდა ცეცხლს თბილისში დღის ბოლოს ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან ქართული დელეგაცია უკვე გამოემგზავრა. წმინდა ცეცხლს თბილისში დაახლოებით 11 საათისთვის ჩამოაბრძანებენ. აეროპრტიდან საპატრიარქოში მიაბრძანებენ, საიდანაც ის ყველა მოქმედ ტაძარში გავრცელდება. სამების საკათედრო ტაძარში კი საღამოს ათ საათზე მწუხრის ლოცვა დაიწყება, 23 საათიდან ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავს. ამის შემდეგ დაიწყება სააღდგომა ლიტურღია.
