იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. „წმინდა ცეცხლს“ მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გავრცელდება. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. იერუსალიმში იმყოფება იმედის გადამღები ჯგუფიც , ვარლამ წიკლაური გვიერთდება იერუსალიმიდან
