დღეს დიდი შაბათია, მორწმუნე მართლმადიდებლები წმინდა ცეცხლს ელოდებიან
დღეს დიდი შაბათია, მორწმუნე მართლმადიდებლები წმინდა ცეცხლს ელოდებიან. მომლოცველები წმინდა მიწაზე სხვადასხვა ქვეყნიდან არიან შეკრებილები. რაც შეეხება ცეცხლის გარდამოსვლას, მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება, თუმცა მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. „წმინდა ცეცხლს“ მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გავრცელდება. ვარლამ წიკლაური გვიერთდება მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან