თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა
თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანის თქმით წელს პირველად, ვენეციის ბიენალეს საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო რეზიდენცია მუშაობს, ხოლო ვენეციიდან დაბრუნებისთანავე რეზიდენტებს კულტურის სამინისტრო მის მუზეუმებში მუშაობის დაწყებას შესთავაზებს.ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 27 ნოემბრამდე გაგრძელდება
