დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. არკადი კასრაძე უკრაინიდან საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი მის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ. არკადი კასრაძე რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. მასთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. მათი საქართველოში ჩამოსვენება ხვალისთვის იგეგმება
