თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ჯიპას რექტორმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის ფარგლებში, უწყების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო -კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა. თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს.
