პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობა
ისევ სპეკულაცია და რადიკალების ძველი მოთხოვნა - პატიმარ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები, თუ ორგანიზაციები მიზეზად არასათანადო პირობებს ასახელებენ. და ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია. თუმცა, როგორც სპეციალური პენიტენციური დაწესებულება განმარტავს, მსჯავრდებული ხშირ შემთხვევაში თავად ამბობს უარს კონკრეტულ სამედიცინო კვლევებზე.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
