მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი, მას უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია
მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი, მას უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, თუმცა მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე - ოფიციალურ განცხადებას, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
