კონგრესმენების შეხვედრა ოპოზიციასთან
კონგრესის დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, სენტარო კრის კუნისის ხელმძღვანელობით გამართულ შეხევდრაზე განხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში არსებული გამოწვევები. აქცენტი გაკეთდა რეფორმების გაგრძელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.
