„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების ათი წლის იუბილეს პრემიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ მმართველმა პარტიამ ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. მოვლენების შეფასებისას პრემიერ მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილის წვლილზე.
