წითელი პარასკევი - "ქრონიკა" იერუსალიმიდან
დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე. სახარების მიხედვით, მაცხოვარი სწორედ დღეს აწამეს. იერუსალიმში, წმინდა მიწაზე დილიდან ხალხმრავლობაა. ვია დოლოროსას, ანუ გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა, მორწმუნეები, მათ შორის ქართელი პილიგრიმები გალობით და ლოცვით გადიან.
