რუსული აგრესიის 57-ე დღე
„აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებში ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი აფარებს თავს. ოკუპანტები მათ ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. პუტინმა გასცა ბრძანება, ინდუსტრიული ზონის ბლოკირების შესახებ, იმ მოტივით, რომ თურმე რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება. მარიუპოლში და კონკრეტულად „აზოვსტალის“ გარშემო რომ რთული ვითარებაა, ამას „აზოვის“ პოლკიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, უკრაინელი სამხედროები მტერს წინააღმდეგობას მაინც უწევენ.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები