ჩავუშოღლუ: NATO-ში ზოგ ქვეყანას ომის გაგრძელება სურს...
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნების ნაწილს უკრაინაში ომის გაგრძელება სურს და არ აწუხებთ უკრაინაში არსებული ვითარება. მინისტრი ამბობს რომ თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობას გააგრძელებს, თუმცა არც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება და არც უკრაინული მხარის წინადადებას მიიღებს, რომელიც ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
