ომის 57-ე დღე
რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვსა და ლუგანსკზე ხორციელდება. შეფერხებულია მარიუპოლიდან ევაკუაციაც. ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქში 120 ათასამდე ადამიანი რჩება. „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულნი „აზოვის პოლკის“ მებრძოლებიც, რომლებიც იარაღის დაყრას არ აპირებენ, თუმცა მესამე ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიის მიღების შემთხვევაში მზად არიან ქალაქი დატოვონ.
