ხმაურიანი გამოდგა დღეს სააკაშვილის მორიგი პროცესი
ხმაურიანი გამოდგა დღეს სააკაშვილის მორიგი პროცესი. დაპირისპირება ბრალდების მხარესა და ნიკა გვარამიას შორის ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა. დაცვის მხარემ ცენტრ ემპათიისა და საკაშვილის პირადი ექიმების ციხეში, ყოველდღიურად შეშვება და მედიკოსების დაკითხვაც მოითხოვა. ბრალდებამ კი განაცხადა, რომ გარეშე პირების სასამართლო პროცესებზე დაკითხვა, სამართლებრივ პროცესებს სცდება. პატიმარს დარბაზში ექიმების დახმარებაც დასჭირდა.
