პარლამენტის თავმჯდომარემ და იაპონიის ელჩმა საკურას ხეები დარგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში, საკურას ხეები დარგეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ალუბლის ხეების დარგვითა და გახარებით იაპონური კულტურისა და ტრადიციის ნაწილი წარმოდგენილი, საქართველოშიც იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საკურას ხეების დარგვა გარდაცვლილების ხსოვნასაც ეძღვნება. პაპუაშვილმა, უკრაინაში არსებულ ვიტარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ომის მთელი სისასტიკე და ტრაგიზმი, საპარლამენტო დელეგაციამ, რამდენიმე დღის წინ, საკუთარი თვალით ნახა.
