მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ხმაურით წარიმართა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ხმაურით წარიმართა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს და ცენტრ ემპათიისა და საკაშვილის პირადი ექიმების ციხეში, ყოველ დღიურად შეშვება მოითხოვეს. ნიკა გვარამიამ, სხდომის დარბაზში მედიკოსების გამოკითხვაც მოითხოვა, რაზეც ბრალდებამ განაცხადა, რომ გარეშე პირების სასამართლო პროცესებზე დაკითხვა, სამართლებრივ პროცესებს სცდება. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმის არსებითი განხილვის დროს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დარბაზში შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება მოითხოვა.
