სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა
საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ.
