მარიუპოლის მცველებისთვის რუსეთის მხრიდან წარდგენილი კიდევ ერთი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა
მარიუპოლის მცველებისთვის რუსეთის მხრიდან წარდგენილი კიდევ ერთი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აზოვის ბატალიონი დანებებას კვლავ არ აპირებს. ერთადერთი, რაზეც მოსკოვი და კიევი ამ დრომდე შეთანხმდნენ, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედებაა, 6 000 სამოქალაქო პირის ევაკუაციისთვის. მოსკოვმა კიევს სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი წერილობითი ფორმით გადასცა. „ისტორია არ დაივიწყებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს“, სოციალურ ქსელში ამ განცხადებით რუსულ აგრესიას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა, რომელიც ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. იგი მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდება.
