საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის დოკუმენტი
საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა როტჩილდ და კომპანიამ იმუშავა, მზად არის. სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი პრემიერ მინისტრს წარედგინა. სტრატეგია კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს მოიცავს. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაც. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა, რათა სტრატეგიაში გაწერილი პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს.
