მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა - 2021 -2027 წლების წინასწარ შეფასებასა და პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. მონაცემები მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკური პროცესებს ეყრდნობა. მშპ-ს ზრდის ტემპით ევრაზიის კონტინენტზე კი ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილს იკავებს. ფინანსური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სავალუტო ფონდის შეფასება სახელმწიფოს მხრიდან სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
