რუსეთ - უკრაინის ომზე განცხადებები, თუ ვის აწყობს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება, კვლავ განხილვის თემაა
რუსეთ - უკრაინის ომზე განცხადებები, თუ ვის აწყობს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება, კვლავ განხილვის თემაა. დავით საყვარელიძის შეფასებას არ იზიარებენ ოპოზიციაში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში. აცხადებენ, რომ ვიდრე ქვეყანა საომარ პირობებშია, პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ მსგავსი შინაარსის განცხადებებებისგან. „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც ამერიკა, არ ჩქარობს, რომ ომი დამთავრდეს, ორ კვირაში ან ერთ თვეში“ - ეს დავით საყვარელიძის სიტყვებია. მსგავსი შინაარისის განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც, რომელმაც თქვა, რომ „შეერთებული შტატები დასავლეთის მიერ კონტროლირებად ქვეყნებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მაქსიმალურად გააჭიანურონ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ .
