რეფორმების გაგრძელება და პოლარიზაციის შემცირება
რეფორმების გაგრძელება და პოლარიზაციის შემცირება _ ასეთია ნატოს მოლოდინი ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ჯეიმს აპატურაიმ ისაუბრა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხესთან ბრძოლის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, შეფასდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. სხდომის დასრულების შემდეგ აპატურაიმ მედიასთან მადრიდის სამიტის მოლოდინზე გაამხვილა ყურადღება.
