ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან 6 ათასი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციაა მოსალოდნელი
ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან 6 ათასი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციაა მოსალოდნელი. ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნის გახსნაზე უკრაინამ რუსულ მხარესთან წინასწარი შეთანხმებას მიაღწია. მოსკოვის ულტიმატუმის მიუხედავად, ამ დრომდე დანებებას არ აპირებს ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრებული აზოვის ბატალიონი. რუსულმა არმიამ ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. მოსკოვი ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამ ფონზე დღეს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩავიდა
